ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი ტესტირება

სამუშაო შეხვედრა

აქტივობის დასახელება: მონაცემთა ანალიზი

თარიღი: 14.12.2015
დრო: 14:00 – 15:10

მონაწილე მასწავლებლები:
1.    თამილა ცეცხლაძე. 1-ლი კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
2.    მზიური გოგიტიძე. 1-ლი კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
3.    იზა ვარშანიძე. მე-2 კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
4.    მალვინა ნაკაშიძე. მე-2 კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
5.    ეთერ შაქარიშვილი. მე-3 კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
6.    მედეა კირკიტაძე. მე-4 კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
7.    თინათინ ვერძაძე. მე-4 კლასის ქართული ენის მასწავლებელი;
8.    ეთერ ჩხეიძე. სსიპ-ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლის დირექტორი

ფასილიტატორი:
ნესტან ბერიძე
აქტივობის მოკლე მიმოხილვა:

ყველა კლასის მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთ კლასებში ჩატარებული სადიაგნოსტიკო ტესტირებების შედეგები.

პირველ კლასებში ჩატარდა სადიაგნოსტიკო ტესტები: „ასოების ამოცნობის ტესტი“ და „სიტყვების ბგერებად დაშლის ტესტი“ მასწავლებლებმა ისაუბრეს შედეგების შესახებ ძირითადად შედეგები იყო დაბალი, მაგრამ რადგანაც ჯერ მხოლოდ პირველი სემესტრია და მოსწავლეებს ჯერ ყველა ასო არ აქვთ შესწავლილი,  შედეგები საგანგაშოდ არ იქნა მიჩნეული. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ გამოიყენებენ დაწყებითი განათლების პროექტის მიერ  შემოთავაზებულ აქტივობებსა და რესურსებს, აპრილის თვეში ჩაატარებენ განმეორებით სადიაგნოსტიკო ტესტირებებს, პირველ ტესტთან შედარებით განსაზღვრავენ როგორია მოსწავლეთა უნარების ზრდა და შესაბმისად დაგეგმავენ სასწავლო აქტივობებს.

მეორე - მეოთხე კლასებში ჩატარდა „ტექსტის წაკითხვის ტესტი“. მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთ კლასებში ჩატარებული ტესტირებების შედეგების ანალიზი და ისაუბრეს შემდგომი სამუშაო გეგმების შესახებ. მათ გამოხატეს კმაყოფილება დაწყებითი განათლების პროექტის მიერ მოწოდებული ტესტების შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შემდგომაც გამოიყენონ პროექტის მიერ მოწოდებული ტესტები და მის საფუძველზე მიღებული შედეგების შესაბამისად წარმართონ მუშაობა.

ფასილიტატორმა შეაჯამა I – IV კლასებში ჩატარებული ტესტირებების შედეგები, რაც  წარმოადგინა დიაგრამების სახით. მასწავლებლებმა ერთობლივად ისაუბრეს მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე და დასახეს სამომავლოდ შედეგების გაუმჯობესებისთვის საჭირო სტრატეგიები.

გამოცდილების გაზიარების მიზნით პარალელური კლასების მასწავლებლებმა გადაწყვიტეს განახორციელონ ურთიერთდასწრება და დააკვირდნენ გაკვეთილის   ფაზებს.





Комментариев нет:

Отправить комментарий