საქართველოს
დაწყებითი განათლების პროექტის
(G-PriEd)ფასილიტატორის ნესტან ბერიძის
რეფლექსია
2015-2016 სასწავლო წელი
სსიპ–ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა
1.
|
რა გავაკეთე და რა შევისწავლე ამ
პროექტში მონაწილეობით?
|
პროექტში
მონაწილეობისას გავიარე ტრენინგები და შევისწავლე ფასილიტატორის ფუნქციები,
გავიგე პროექტის პორტალის http://kargiskola.ge/ შესახებ; კითხვის ჯგუფის წევრების ერთად ვნახეთ ჩვიდმეტი
ვიდეოსესია; შევისწავლეთ ერთობლივად გაკვეთილების დაგეგმვა; ფოკუსირებული
დაკვირვება; სამფაზიანი გაკვეთილების ჩატარებისას აქტივობებისა და დროის სწორად
გადანაწილება; დიფერენცირებული სწავლების გამოყენება; ღუზის ჩაშვების მეთოდის
გამოყენება; შევისწავლე: ინტერაქტიული გაკვეთილებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების ჩატარება; შემაჯამებელი
და განმავითარბელი ინსტრუმენტების ფლობა; მოსწავლეებზე და საკუთარ საქმანობაზე
დაკვირვების დღიურის წარმოება; სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და ჩატარებული
გაკვეთილებისა და აქტივობების შესახებ რეფლექსიების გაკეთება.
|
2.
|
რა შეიძლება ჩავთვალო ამ წლის წარმატებად?
|
ამ წლის წარმატებად შეიძლება
ჩაითვალოს საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტში (G-PriEd) მონაწილეობა და პროექტის
ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისა და
მათი მშობლების აქტიური ჩართულობა.
|
3.
|
რა შეიძლება ჩავთვალო ამ წლის
წარუმატებლობად ?
|
წარუმატებლობად შეიძლება
ჩაითვალოს, ის რომ ბოლო სესიბი დაგვიანებით დაიდო და შედეგად ვერ მოხერხდა ბოლო
აქტივობების საკლასო ოთახში გადატანა.
|
4.
|
ვიზრუნეთ თუ არა ჩვენ
პროფესიულ განვითარებაზე?
|
დიახ ეს პროექტი ნამდვილად
დაგვეხმარა მასწავლებლებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
|
6.
|
როგორ ვითანამშრომლე
კოლეგებთან ?
|
ჩემი, როგორც ფასილიტატორის ფუნქციაა–
სიახლეების გაზიარება; კოლეგების ინფორმირებულობა; კოლეგებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის სტიმულირება..., შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში კათედრაზე
მასწავლებლები აქტიურად ვთანამშრომლობდით: ერთად ვგეგმავდით გაკვეთილებს, ვესწრებოდით
ერთმანეთს და ვატარებდით ფოკუსირებულ დაკვირვებას, სამუშაო შეხვედრებზე
ვაძლევდით ერთმანეთს რჩევებს. შედეგად გაუმჯობესდა მასწავლებლებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის
ხარისხი.
|
7.
|
რა წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა
მოსწავლეებმა?
|
ჩვენი მოსწავლეები და მათი
მშობლები ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა პროექტებში. წლის განმავლობაში ყველა კლასში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული
გაკვეთილები, ღონისძიებები მშობელთა ჩართულობით. ტესტირებებმა აჩვენა რომ
ამაღლდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, გაიზარდა საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა.
|
8.
|
როგორ ვაფასებ წლიურ მუშაობას?
|
ეს
წელი ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი როგორც მასწავლებლის ასევე ფასილიტატორის
როლში. ფასილიტატორობამ შემძინა მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და
კონსულტირების უნარები, გარდა ამისა სკოლას პროექტის ფარგლებში გადმოეცა
მრავალფეროვანი რესურსი წიგნების, პლაკატების, აქტივობის ბარათებისა და
მანიპულატივების სახით, რაც დაგვეხმარა უფრო საინტრერესო და სახალისო
გაკვეთილების ჩატარებაში. მე ამ წლის მუშაობას ვაფასებ დადებითად. ეს წელი ჩვენი
სკოლისათვის იყო ნაყოფიერი და წარმატებული, რაშიც საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტი (G-PriEd) დაგვეხმარა.
|
|
|
Nestan.beridze1@gmail.com
|